საქართველოში სამზარეულო მხოლოდ ტრადიცია კი არა, კულტურა და ყოველდღიური სიხარულია. Glovo-ს აპლიკაციით სულ რამდენიმე დაწკაპუნებაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მონატრებული გემოები და კვლავ დაბრუნდეთ მშობლიურ სოფელში, ბებიას გაწყობილ სუფრასთან.
ამ დროისთვის, Glovo-ზე ყველაზე პოპულარული ქართული რესტორნებია:
ცხადია, არც ერთი ქართული გემო არ არის სრულყოფილი ქართული ღვინის გარეშე. ყველაზე დიდი არჩევანს კი „8000 მოსავალში“ აღმოაჩენთ. აქ სასმლის ყოველი წვეთი ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ჩვენი მიწის სიძლიერეს.
Glovo-ზე არა მხოლოდ ცნობილი რესტორნები დაგხვდებათ, არამედ ბევრი სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ზომის ობიექტი, რომლებიც ნამდვილ ქართულ, ავთენტურ, ტრადიციულ თუ მოდერნიზებულ კერძებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ღომი და ნადუღი სოფლის სტილში, კუბდარი სვანეთიდან, თონის პურის სენდვიჩები, ფხალი, იმერული ეკალა, წიწილა მაყვლის სოუსში, ფუჩხოლია თუ ნამდვილი კახური მწვადები - რაც არ უნდა „გწყუროდეთ“, Glovo გაძლევთ შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად მოიწყოთ კულინარიული მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის გარშემო.
რომელია თქვენი ფავორიტი? გვიპასუხეთ კომენტარებში - ერთად გავაგრძელოთ ქართული გემოებით სავსე მოგზაურობა!
უახლესი
17 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა20 წუთის წინ
„ფრუტერამ“ ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო2 საათის წინ
საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები