დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 ნავთობკომპანია ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

5 ნავთობკომპანია ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს სასამართლოში უჩივის

27-09-2023 11:00:25

5-მა ნავთობკომპანიამ 4-მილიონამდე ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიებში განუცხადეს, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“, „ლუკოილ ჯორჯიამ“, „რომპეტროლ საქართველომ“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯიამ“ („გალფი“) თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის გადაწყვეტილება ცალცალკე სარჩელით გაასაჩივრეს. 

„კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვითხოვთ სააგენტოს ბრძანების და ბრძანებით დამტკიცებული გადაწყვეტილების ბათილობას „სან პეტროლიუმის“ მიერ კონკურენციის კანონის დარღვევის დადგენის და მისთვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს კომპანია„სან პეტროლიუმ ჯორჯიაში“ (გალფი).

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად 5 ნავთობკომპანიას ₾ 4 მილიონამდე ჯარიმა დაეკისრათ. 

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით 5 ნავთობკომპანიის დაჯარიმების მიზეზი„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთი ხელშეკრულების დადებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, ან ისეთ შეთანხმებულ ქმედებას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ბაზარზე კონკურენცია შეიზღუდა. 

ყველაზე დიდი ჯარიმა „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ („გალფი“) დაეკისრა. 

  • „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“) - 1 073 859 ლარი;
  • „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარი;
  • „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ - 718 986 ლარი; 
  • „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარი;
  • „ლუკოილ ჯორჯია“ - 450 590 ლარი.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები