საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის აეროპორტიდან ცენტრამდე ტრანსპორტის დანიშვნის მიზნით, ავტობუსების შესაძენად ტენდერს აცხადებს
„2024 წლის აპრილიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი ავტობუსი მოემსახურება.
ამ ფაქტს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე ეხმაურება.
დიდი ხნის ნანატრ, ე.წ shuttle bus სერვისს, 2024 წლიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს!
გაზრდილ მგზავრთნაკადთან და რეისებთან ერთად, მნიშვნელოვანია იმერეთში ტურისტული ვიზიტების და ღამისთევების რაოდენობის ზრდა!
აღნიშნული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ადგილობრივ ტურისტულ სექტორს გაახარებს და მეტ წვდომას გაუჩენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ჩამოსულ ტურისტებზე“, - წერს ქვრივიშვლი სოცილაურ ქსელში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა