2024 წელს ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკი „შოკოტელა“ გაფართოებას განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, გაფართოების იდეა განიხილავს, თუმცა საბოლოო დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მარიამ კაპანაძე ამბობს, რომ 2023 წელი „შოკოტელასთვის“ საკმაოდ კარგი იყო, რადგანაც 2022 წელთან შედარებით გაყიდვები გაიზარდა.
„2023 წელი საკმაოდ კარგი იყო, გაიზარდა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გაიზარდა ასორტიმენტიც. წელს უმნიშვნელოვანესი შეკვეთაც შევასრულეთ. პრეზიდენტის სასახლისთვის დავამზადეთ სპეციალური ბომბონები, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაურიგდათ. საუბარი მაქვს ბომბონებზე, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს დროშის ფერებით იყო მოხატული“, - ამბობს მარიამ კაპანაძე.
რაც შეეხება საახალწლო კოლექციას, ის უკვე გაყიდვაშია.
„საახალწლოდ საკმაოდ დატვირთულები ვართ. გაზრდილია, როგორც საცალო მოთხოვნა ისე კორპორატიული შეკვეთები. წელს საახალწლოდ ახალი კოლექცია დავამატეთ: შოკოლადის ფიგურები 4 სხვადასხვა სახეობის, ნაძვის ხის სათამაშოები, შოკოლადის თოვლის ბაბუა, შოკოლადის გნომი და სხვა“, - ამბობს მარიამ კაპანაძე.
ფასებს რაც შეეხება, მისივე თქმით 35 ლარიდან იწყება შოკოლადის ფიგურების ფასი, ხოლო ნაძვის ხის სათამაშოების ნაკრების ფასი 64.95 ლარია.
„ასევე ბომბონები საახალწლო დიზაინებით გაქვს დამატებული“, - ამბობს „შოკოტელას“ მფლობელი.
უახლესი
11 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი13 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს14 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა14 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა