თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გახსნილი საერთაშორისო ბრენდი Cinnabon-ი მომავალ წელს ახალი ფილიალის დამატებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ტკბილეულის ცნობილი ბრენდი უკვე ძალიან პოპულარული გახდა ქართულ ბაზარზე და მზარდი მოთხოვნაა.
როგორც Cinnabon Georgia-ს პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ახალი ობიექტის გახსნისთვის მზადება დაწყებულია.
,,მერვე თვეა, რაც Cinnabon-ი ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ბევრმა ქართველმა მომხმარებელმა გაიცნო, მიიღო და შეიყვარა ჩვენი ბრენდი. 2024 წელს იგეგმება ახალი ობიექტის დამატება. ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის. აქტიური მოთხოვნაა, რის გამოც გაფართოება გადაწყდა. უცხოელი ტურისტები და მოგზაურობის მოყვარული ქართველები Cinnabon-ს კარგად იცნობენ, თუმცა ჩვენი უნიკალური დესერტები ყველამ შეიყვარა და უკვე ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს. თვითონ დესერტი ცნობილი იყო აქამდე, თუმცა ბრენდი ასე ფართოდ ქართველმა მომხმარებელმა წელს გაიცნო. ჯამში სამი სახის პროდუქცია გვაქვს, განსხვავებული გემოთი, ვგეგმავთ ახალი გემოების დამატებას, რაც ყველასთვის სიურპრიზი იქნება", - ამბობს ქეთი ფეიქრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა.
კაფე-საცხობ Cinnabon - ში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც გახლავთ Cinnabon -ის სავიზიტო ბარათი.
ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.
ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა.
სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეეძლება სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება