დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს 88 კილომეტრი მაგისტრალური გზა გაიხსნა - ირაკლი ქარსელაძე

2024 წელს 88 კილომეტრი მაგისტრალური გზა გაიხსნა - ირაკლი ქარსელაძე

10-02-2025 13:22:00

მნიშვნელოვანია ის წინსვლა, რომელიც მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმართულებით გვქონდა. რეალურად, 2024 წელს 88 კილომეტრი მაგისტრალური გზა გაიხსნა, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრესი, რომელიც ჩვენ სამხრეთი - ჩრდილოეთის მიმართულებით ქვეშეთი-კობის პროექტთან დაკავშირებით გვქონდა, სადაც, როგორც მოგეხსენებათ გაიჭრა 9 კილომეტრიანი, როგორც ძირითადი 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, ასევე საევაკუაციო გვირაბი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძემ ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სტადიონი იქნება უმაღლესი დონის, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც კი.

„ახალი, 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, მრავალფუნქციური, რომელიც, როგორც ფეხბურთის უმაღლესი დონის და აქ საუბარია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ უმაღლესი დონის სარაგბო ღონისძიებების მასპინძლობაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები