დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024-შიც ვაპირებთ დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი

2024-შიც ვაპირებთ დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი

02-10-2023 15:48:50

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა საქართველოში, მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგა შოუების ორგანიზებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში.

„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა საქართველოში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ გაისად, 2024-შიც ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგა შოუების ორგანიზებაში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები