დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წლის დასაწყისიდან ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი აღდგენა შეინიშნება - PMC Research

2023 წლის დასაწყისიდან ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი აღდგენა შეინიშნება - PMC Research

14-09-2023 13:22:09

2023 წლის აგვისტოში 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 5.1%-ით შემცირდა, რაც თბილისში ფასების მნიშვნელოვანმა კლებამ (-12.6%) გამოიწვია.  ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული. 

2023 წლის ივლისთან შედარებით სფი ოდნავ გაიზარდა 1.3%-ით, ხოლო უფრო მაღალი ზრდა (5.5%) საოჯახო სასტუმროების ფასებზე დაფიქსირდა.

2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში სასტუმროების ფასების წლიურმა ინდექსმა შესამჩნევი რყევები განიცადა. ინდექსი 2023 წლის ზაფხულის თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტო - 2023 წლის იანვრის განმავლობაში, წლიური სფი მნიშვნელოვანად გაიზარდა. აღნიშნული ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო საოჯახო სასტუმროებისთვის, რომელთათვის ამ პერიოდში საშუალო სფი 17%-ს აღწევდა. შესაბამისად, მაღალი საბაზისო ეფექტი შესაძლოა ჩაითვალოს 2023 წელს სფი-ის კლების ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროების შემთხვევაში, სადაც ზაფხულის თვეებში საშუალო სფი -5%-მდე დაეცა.

„2023 წლის ზაფხულის თვეებში აჭარაში წლიური სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 16%-ს აღწევდა ივნისში, რასაც მოჰყვა კლება ივლისსა (-2.8%) და აგვისტოში (-0.2%). ეს ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ზღვის პირას მდებარე სასტუმროებზე შედარებით დაბალი მოთხოვნით.

ამავდროულად, თბილისში კლების ტენდენცია უფრო მეტადაა გამოხატული, რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში სფი-ს საერთო სტატისტიკაზე. 2023 წლის ზაფხულის თვეებში წლიური ინდექსი თბილისში უარყოფითია (საშუალოდ -11%). ეს შეიძლება განპირობებული იყოს 2019 წელთან შედარებით განთავსების საშუალებების გაზრდილი რაოდენობით, მაშინ, როცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი პანდემიამდელ მაჩვენებლამდე“, - აღნიშნულია ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვაში.

2023 წლის დასაწყისიდან ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი აღდგენა შეინიშნება. კერძოდ, 2023 წლის I ნახევარში საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა პანდემიამდელი რაოდენობის 90.8%-ს მიაღწია. ამის ფონზე საინტერესოა საქართველოში სასტუმროების ფასების უახლესი დინამიკის ანალიზი. 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე სასტუმროების საშუალო ფასები ყველა კატეგორიაში იზრდებოდა. სეზონურად სასტუმროს საშუალო ფასი ზამთრის თვეებში დღეში 187 ლარს შეადგენდა, რაც 5%-ით აღემატება 2022 წლის იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელს. 2023 წლის გაზაფხულზე საშუალო ფასმა 191 ლარს მიაღწია (6%-იანი წლიური ზრდა), ხოლო ზაფხულის თვეებში - 216 ლარს (20%-იანი წლიური ზრდა).
სასტუმროების ფასების უახლესი ცვლილებების უკეთ გასაგებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფასების რეგიონების მიხედვით ანალიზს. კერძოდ, სფი-ზე დაკვირვებამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასტუმროების ფასების ცვლილების საინტერესო ტენდენციები აჭარის რეგიონსა და თბილისში აჩვენა. გასული წლის განმავლობაში, აჭარაში სფი-მ პიკურ 28%-ს 2022 წლის აგვისტოში მიაღწია, რასაც მოჰყვა სფი-ს შემცირების ტენდენცია, განსაკუთრებით 3-, 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროების შემთხვევაში. ამ პერიოდში სფი-მა აჩვენა მნიშვნელოვანი რყევები საოჯახო სასტუმროებისთვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მიგრანტების შემოდინების გამო განთავსების სექტორში გამოწვეული ცვლილებებით. 2023 წლის ივნისში აჭარაში წლიური სფი 16%-ს აღწევდა, რასაც მოჰყვა კლება ივლისსა (-2.8%) და აგვისტოში (-0.2%). ეს ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ზღვის პირას მდებარე სასტუმროებზე შედარებით დაბალი მოთხოვნით.

ამავდროულად, თბილისში კლების ტენდენციები უფრო მკვეთრადაა გამოხატული, რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში სფიის საერთო სტატისტიკაზე. აჭარის მსგავსად, საოჯახო სასტუმროებში უფრო მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნება, ვიდრე 3-, 4- და 5- ვარსკვლავიან სასტუმროებში. 2023 წლის ზაფხულის თვეებში თბილისში წლიური საშუალო სფი უარყოფითია და -11%-ს უტოლდება. საოჯახო სასტუმროებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი -25%-ია, ხოლო 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის 0%-ს. თბილისში სასტუმროების ფასების კლება წინა წელთან შედარებით შეიძლება მივაწეროთ განთავსების საშუალებების გაზრდილ მიწოდებას, რომელიც არსებულ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამჟამად თბილისში 2019 წელთან შედარებით განთავსების საშუალებების მიწოდება უფრო მაღალია, მაშინ, როცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი პანდემიამდელ ნიშნულამდე“, - განმარტავენ PMC Research-ში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები