Galt & Taggart-ის პროგნოზით 2023 წელს უმუშევრობა 16.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც გაუმჯობესებაა 2022 წლის 17.3%-ის დონიდან.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6%-მდე შემცირდა წინა კვარტალში დაფიქსირებული 16.7%-ის შემდეგ.
„ეს შემცირება ძირითადად მაღალი ეკონომიკური აქტივობით იხსნება, განსაკუთრებით სამუშაო ძალის მეტი ჩართულობით სეზონურ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა (+3.2% წ/წ) და მთლიანი დასაქმების 69.0% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების კვარტალური ზრდა 3.1% იყო (-4.8% წ/წ), რაც მთლიანი დასაქმების 31.0%-ია.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება და 2023 წლის მე-3 კვარტალში 53.6% შეადგინა, რაც გაზრდილია წინა კვარტლის 53.2%-დან და აღემატება ასევე პამდემიამდელ დონეს.
უახლესი
4 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს