დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.2 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი

2023 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.2 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი

07-11-2023 10:38:00

Galt & Taggart-ი 2023 წელს ტურიზმის შემოსავლების $4.2 მლრდამდე ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

2023 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 1.45 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

სებ-ის თანახმად. ტურიზმის შემოსავლებში ტოპ ქვეყნები იყვნენ:

  • რუსეთი (285.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი შემოსავლების 19.7%),
  • თურქეთი (220.5 მლნ აშშ დოლარი)
  • ევროკავშირი (212.0 მლნ აშშ დოლარი).

ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+29.2% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები