დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 15.0%-ით გაიზრდება - გალტ & თაგარტი

2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 15.0%-ით გაიზრდება - გალტ & თაგარტი

01-05-2023 10:09:50

გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 15.0%-ით, 4.0 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად გაორმაგდა და 1.1 მლნ მოგზაური შეადგინა.

ამასთან, ტურისტული ვიზიტები წლიურად 183.8%- ით გაიზარდა და 2019 წლის I კვარტლის 95.8% შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების (+384.3% წ/წ) აღდგენა სუსტი იყო (48.8% 2019 წლის კვარტლის დონის).

ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.1% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება თურქეთი (20.3% წილი) და სომხეთი (17.1% წილი).

ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (67.0%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (32.1%- იანი წილი).

სებ-ის შეფასებით, ტურიზმის შემოსავლები წლიურად 102.0%-ით გაიზარდა და 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2023 წლის I კვარტალში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები