დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს საქართველოში ამანათების გადაზიდვებით პირველი მიმართულება აშშ იყო - Kiwi Post-ი

2023 წელს საქართველოში ამანათების გადაზიდვებით პირველი მიმართულება აშშ იყო - Kiwi Post-ი

05-01-2024 11:51:00

2024 წელს ჩვენი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს Business Insider Georgia-თან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი ქეთევან შანიძე. მისივე განმარტებით, 2023 წელმა Kiwi Post-ს საშუალება მისცა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილიყო როგორც კომპანია, ასევე გაზრდილიყო მისი სამომხმარებლო ბაზა. 

„კონკრეტულ გეგმებს ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი მიზანია Kiwi Post-ის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ყველა უბანში და ჩვენს მომხმარებლებს ვპირდებით, რომ შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ჩვენი მეშვეობით და დაგვემატება ბევრი სიახლე“, - აღნიშნა კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ. 

კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა აღნიშნა, რომ 2023 წელი Kiwi Post-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 

„Kiwi Post-ი 2017 წლიდან ახორციელებს ტვირთების ავიაგადაზიდვას. თავდაპირველად ტვირთების ტრანსპორტირება ხდებოდა ინგლისიდან საქართველოში. შემდეგ კი დავამატეთ აშშ-ი, ჩინეთი, თურქეთი. რაც შეეხება 2023 წელს ის Kiwi Post-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. ჩვენ გავხსენით ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილები, საიდანაც ერთ-ერთი ვაკეში, მრგვალ ბაღთან მდებარეობს. 

ასევე 2023 წელს დავამატეთ ახალი მიმართულება საბერძნეთის სახით, რამაც ჩვენი მომხმარებლების უდიდესი კმაყოფილება გამოიწვია. გეტყვით, რომ საბერძნეთის მიმართულება დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. 2023 წელს შევთავაზეთ მომხმარებელს საკურიერო სერვისების მაქსიმალურად დიდი არჩევანი, რაც არის Glovo-ს, Wolt-ის და Bolt Food-ის აპლიკაციებში დაემატა ჩვენი მომსახურება. ამანათების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

ქეთევან შანიძის თქმით, 2023 წლის მაჩვენებლებით Kiwi Post-ისთვის ნომერ პირველი მიმართულება აშშ-ია. 

„თურქეთი და საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია, თუმცა საკმაოდ აქტიურია აშშ და ინგლისი. აშშ-ს მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდა სულ არის. 

2023 წელს ნომერ პირველ მიმართულებად მაინც აშშ-ს დავასახელებდი. თავისი სეგმენტი ჰყავს თურქეთსაც და საბერძნეთსაც და მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულებები რამდენად პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.

შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები