დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს მთის კურორტებზე ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ დონეს 21%-ით გადააჭარბა, რაც შიდა ტურიზმისთვის დამახასიათებელ ზრდის ტენდენციას ასახავს - PMCG

2023 წელს მთის კურორტებზე ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ დონეს 21%-ით გადააჭარბა, რაც შიდა ტურიზმისთვის დამახასიათებელ ზრდის ტენდენციას ასახავს - PMCG

02-04-2024 15:00:00

მთის კურორტებზე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ დონესთან შედარებით ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი (2019 წლის 83%). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის I კვარტალში ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა, რაც ბაკურიანში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ღონისძიებითაა განპირობებული.

PMCG-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის კვარტალური მიმოხილვის თანახმად, გუდაური ძირითადი მთის კურორტია საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურებისთვის. 2023 წელს საქართველოში მთის კურორტებს სულ 447,696 უცხოელი ვიზიტორი ეწვია, მათგან 71%-მა კი გუდაური აირჩია.

ბაკურიანი შიდა ვიზიტორებს შორის პოპულარობით პირველ ადგილს იკავებს. 2023 წელს საქართველოში მთის კურორტებს 324,326 შიდა ვიზიტორი ესტუმრა, მათგან 71%-მა კი ბაკურიანი აირჩია. 2023 წელს მთის კურორტებზე ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ დონეს 21%-ით გადააჭარბა, რაც შიდა ტურიზმისთვის დამახასიათებელ ზრდის ტენდენციას ასახავს.

„საქართველოს მთის კურორტები მნიშვნელოვანი სეზონურობით ხასიათდება, კერძოდ, მათ ყველაზე მეტი ვიზიტორი წლის პირველ და მესამე კვარტლებში სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ მესტიაში ვიზიტორთა რაოდენობა ყველაზე მაღალი მესამე კვარტალშია. წლის პირველ კვარტლებში მესტიაში ვიზიტორების დაბალი აქტივობა ძირითადად გამოწვეულია ზამთარში ელექტროენერგიის, ინტერნეტთან კავშირისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებთან, რაც ხელისშემშლელია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის“, - განმარტავენ PMCG-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები