მიმდინარე წელი ,,ბაკურიანი ინნ"-ის საქმიანობაში საუკეთესოა. სასტუმროში მომართვიანობა მაღალია, რაც ფაქტობრივად ყველა სეზონზე შენარჩუნდა და ასეთივე წარმატებით იღებს სტარტს მომავალი წლისთვის. როგორც ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, 2023-24 წლებში სასტუმროში დამსვენებლებს მნიშვნელოვანი ღონისძიებები ელოდებათ.
,,სასტუმროში მომართვიანობა წელს საკმაოდ მაღალია. აქტიურად ვიღებთ ჯავშნებს ახალი წლის პერიოდისთვისაც.
წელს ვამატებთ გასართობ სივრცეებს ჩვენი სტუმრებისთვის. ეზოს სივრცეში ვაახლებთ ინვენტარს, რომ სპორტული აქტივობების მოყვარულებს კარგი გარემო დავახვედროთ. გადავდივართ სეზონურ მენიუზე, რათა უფრო მორგებული იყოს მომხმარებელებზე, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის პერიოდში.
2023-24 წლებში ბაკურიანში მნიშვნელოვან ღონისძიებებს ველოდებით. ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი მსოფლიო თასის შეჯიბრებს მასპინძლობს სკი ქროსის დისციპლინაში. გვსურს, კარგი სერვისი დავახვედროთ სტუმრებს. რადგან „ბაკურიანი ინნი“ უფრო მეტად საოჯახო სეგმენტზეა გათვლილი, ვმუშაობთ, რომ სეზონზე შიდა სივრცეებში მეტი გასართობი დავახვედროთ ბავშვებსაც. ვგეგმავთ გასართობ პროგრამებს ანიმატორებთან ერთად", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.
სასტუმროს ერთგვარი უპირატესობაა რეკრეაციული ზონა, გამწვანებული ეზო და ულამაზესი ხედები, რასაც ემატება შემოთავაზებული სერვისები და დასვენებას უფრო მიმზიდველს ხდის.
„ბაკურიანი ინნ“ იდეალური სივრცეა როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ისე მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ბაკურიანში უმეტესად ოჯახები ბავშვებით გვსტუმრობენ, შესაბამისად, ეზოს სივრცე სულ სავსეა როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულის პერიოდში. სასტუმრო სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. ზოგადად, კურორტი ახლოსაა ღირსშესანიშნაობებთან და გამოირჩევა სამკურნალო კლიმატით, რაც დამატებით უპირატესობას ქმნის.
„ბაკურიანი ინნის“ დამსვენებლებს შეუძლიათ დაკავდნენ ექსტრემალური სპორტით, ველობილიკებზე ტურებში მიიღონ მონაწილეობა ან დაგეგმონ ლაშქრობები ბაკურიანის ალპურ ბოტანიკურ ბაღში. აქედან გამომდინარე, ჩვენს სტუმრებს ბაკურიანში შეუძლიათ როგორც აქტიური დასვენება, ასევე პასიური. სასტუმროში შერეულია სტანდარტული და ე.წ. „აპარტ“ კატეგორიის ნომრები, რომლებსაც ოჯახთან ერთად დასვენების მსურველები ირჩევენ ხოლმე", - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.
მისი ინფორმაციით, უცხოელი ტურისტები სტუმართა დიდ ნაწილს შეადგენენ, განსაკუთრებით სეზონზე.
,,უცხოელების მოცულობითი წილი მთლიან დატვირთულობაში დაახლოებით 68%-მდეა. ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ, დავფაროთ საქართველოსთვის ყველა მიზნობრივი ბაზარი. დიდია დაინტერესება მათი მხრიდან, რადგან კურორტი ბაკურიანი ზოგადად ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი მხარეა. გვყავს სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, გალფის ყურის ქვეყნებიდან, შედარებით მცირე ნაწილი მოდის აზიის ქვეყნებიდან", - დასძენს ნინა გაჩეჩილაძე Business Insider Georgia - თან.
„ბაკურიანი ინნ“ რეგიონში გამორჩეული ადგილია მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. კურორტი თბილისიდან 2 საათნახევრის მანძილზე მდებარეობს. სასტუმრო 153 ინდივიდუალური ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება. კურორტი დამსვენებლებს ტურისტულ სერვისებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს.
ლოკაცია ერთნაირად სასურველი სივრცეა ზამთრის ოლიმპიური სახეობების, ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად დასვენების მსურველთათვის. სასტუმროში შექმნილია უსაფრთხო გარემო.
სასტუმროში განთავსების ფასი, როგორც წესი, სეზონურობით და დატვირთულობით განისაზღვრება.
,,ბაკურიანი ინნ" ბაზარზე კონკურენტუნარიანი ტარიფებით პოზიციონირებს. შესაბამისად, სტუმრებს ხშირად ხვდებათ სპეციალური შეთავაზებები, რის გამოც მომხმარებლებისგან ყოველთვის იღებს დადებით უკუკავშირს.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო5 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი