იაპონიაში სამომხმარებლო ინფლაცია 41 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა და 2023 წელს 3,1%-ი შეადგინა.
2022 წელს ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა. ქვეყანაში ფასების ზრდის ძირითადი მაჩვენებელი მოიცავს საწვავის ღირებულებას, მაგრამ არ ითვალისწინებს მალფუჭებადი პროდუქციის ფასებს, რადგან ისინი ექვემდებარება ძალიან დიდ რყევას. სწორედ ამ ინდექსზე დაყრდნობით ადგენს იაპონიის ბანკი ინფლაციის სამიზნეს. ამ საქონლის ჩათვლით, 2023 წელს იაპონიაში ინფლაციამ 3,2%-ს მიაღწია, მალფუჭებადი პროდუქტებისა და საწვავის გარეშე - 4%-ს.
იაპონიაში ინფლაციის ძირითად მიზეზად რჩება ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდა, ასევე ეროვნული ვალუტის მუდმივი შესუსტება.
უახლესი
2 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო3 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი