2023 წელს ჩინეთის ბაზარზე შევედით. ეს არ იყო ჩვენს სტრატეგიაში 3 წლის წინ, თუმცა ჩინეთში პრემიუმ სეგმენტის ღვინოებთან მიმართებით ვითარება იცვლება. ეს არის მაღალი საფასო სეგმენტი ქვევრის ღვინოებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მცირე წარმადობის მიუხედავად, ბაზრის დივერსიფიცირებას მაქსიმალურად ცდილობენ.
„ვინაიდან ვცდილობთ, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მაქსიმალური გვქონდეს, რადგან დავინახეთ პერსპექტივა, სიმბოლურად ამ ბაზარზეც დავიწყეთ „იაგოს ღვინის“ გაყიდვა.
თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტულია ევროპის ბაზარი: იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ინგლისი. ეს ბაზრები ჩვენი ბრენდისთვის წლების განმავლობაში სტაბილურია“ - აღნიშნავს მეღვინე.
რაც შეეხება ბრენდის გაყიდვებს, იაგო ბიტარიშვილი ამბობს, რომ პროდუქცია დეფიციტში აქვთ და 100% გაყიდეს, რადგან 2021 -2022 წლის ღვინოები მანამდე იყო დარეზერვებული.
ამასთან „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ 2023 წელი მცირე მარნების სექტორისთვის გამოწვევებით იყო სავსე.
„კლიმატურ პირობებსა და რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გავლენა ჰქონდა მცირე მარნების საქმიანობაზე.
ჩვენ დამოკიდებული ვართ ამინდზე და ამ კუთხით ერთ-ერთი მძიმე წელი იყო 2006-ის შემდეგ. დიდი რაოდენობით მოსავალი დაგვიზიანდა, რასაც გავლენა ექნება ჩვენს ბრენდზე.
ჩვენ ასევე გვაქვს კიდევ ერთი მიმართულება ღვინის ტურიზმი და ამ მიმართულებით 2010 წლიდან ვმუშაობთ. აქაც არ იყო სახარბიელო ვითარება, რადგან შემცირდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომელ ნიშურ სეგმენტზეც ჩვენ ვმუშაობთ: ეს არის დასავლეთ ევროპა, იაპონია, ასტრალია. ამ ქვეყნებიდან ნაკადი საკმაოდ შემცირდა“, - ამბობს მეღვინე.
უახლესი
14 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს15 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის