ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე ,,ბუმ გრუპის“ პოზიციები განსაკუთრებით გააქტიურდა. კომპანიისთვის მიმდინარე წელი ძალიან წარმატებულია. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, შიდა ბაზარსა და ექსპორტზე რეალიზაციამ 75 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
,,2023 წლის სეზონს 20%-იანი ზრდით დავხურავთ. 75 მილიონ ბოთლამდე ავდივართ ადგილობრივ ბაზარსა და ექსპორტზე გაყიდვებით. აქედან ექსპორტი უკვე 25 მილიონიან მაჩვენებელს გადასცდა. რაც შეეხება გარე ბაზრებს, შუა აზია განვითარდა უფრო მეტად, პოლონეთი დაგვემატა და გაძლიერდა, დანარჩენ ქვეყნებში სტაბილურად ვაგრძელებთ მიწოდებას. პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული სასმელებზე მოთხოვნა დიდია მსოფლიოში, შესაბამისად, ექსპორტი განსაკუთრებით მზარდია“, - ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი.
მისი თქმით, მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება ასორტიმენტის გარდა. კერძოდ, ,,ბუმ გრუპი“ ცივი ყავის წარმოებას დაიწყებს. პროდუქტის 80% ექსპორტზე გავა.
წარმოების გაფართოებისთვის საინვესტიციო თანხის მოცულობა 3 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, „ბუმ გრუპი“, ენერგეტიკული სასმელების ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს. საწარმო ორხევში მდებარეობს, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
37 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა