დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წლის მშპ-ს მაჩვენებელში თბილისის წილი 51.2%-ია

2022 წლის მშპ-ს მაჩვენებელში თბილისის წილი 51.2%-ია

26-12-2023 11:51:00

2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 72 265.7 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (51.2 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.4 პროცენტი), იმერეთი (8.8 პროცენტი), ქვემო ქართლი (8.6 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.2 პროცენტი). აღნიშნულის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.2 პროცენტი), მშენებლობა (9.7 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (16.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.5 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელ მრეწველობას (16.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (10.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.4 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (27.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.1 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (7.8 პროცენტი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები