დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს საქართველოდან 7,4 მილიონი ამანათი გაიგზავნა - საქსტატი

2022 წელს საქართველოდან 7,4 მილიონი ამანათი გაიგზავნა - საქსტატი

27-10-2023 11:10:17

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152.6 მლნ. ლარი შეადგინა.

აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 71.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო 28.8 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.7 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.2 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.8 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 59.6 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 40.4 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2022 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 379.3 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 7 403.1 ათასი ამანათი

 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 124 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები