დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს „ანაგი დეველოპმენტის“ წმინდა მოგების მარჟამ 1.8% შეადგინა

2022 წელს „ანაგი დეველოპმენტის“ წმინდა მოგების მარჟამ 1.8% შეადგინა

13-02-2024 19:00:00

„ანაგი ჯგუფის“ ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლები 2021 წელს 254 მილიონ ლარს შეადგენდა 2022 წელს კი  40% ით გაიზარდა და 355 მილიონი ლარი შეადგინა.

შემოსავლის ზრდასთან ერთად გაზრდილია თანმდევი თვითღირებულების ხარჯი, თვითღირებულების ზრდა პროპრციულად უფრო დიდი იყო ვიდრე შემსოავლების, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საერთო მოგების მარჟაზე, საერთო მოგება აბსოლიტურ მაჩვნებლებში თითქმის იგივე დარჩა. 

კერძოდ, 2021 წელს 30 მილიონი ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი გაიზარდა მცირედით, 32 მილიონ ლარამდე, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია 40% იანი შემოსავლების ზრდის ფონზე, აღნიშნულს ახსნა აქვს მხოლოდ საერთო მოგების მარჟის შემცირებით, რაც 2021 წელს 11.9% შეადგენდა 2022 წელს კი 9.2% მდე შემცირდა.

აღნიშნულმა ცვილებამ თავისათად გავლენა იქონია წმინდა მოგების მაჩვენებლებზე. 

კერძოდ, 2021 წელს წმინდა მოგება 18 მილიონ ლარს შეადგენდა, 2021 წელს კი თითქმსი სამმჯერაა შემცირებული და 6.4 მილიონ ლარს შეადგენს. რაც ასევე აისახა წმინდა მოგების მარჟაზე, რომელიც 7.1% დან 1.8%-მდეა შემცირებული.

გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს წმინდა მოგების შედარებით მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია ძირითადი საშუალების ან/და საინვესტციო ქონების რეალიზებიდან, რასაც დამატებითი 10 მილიონამდე შემოსავლი აქვს დაგენრირებული, თუმცა ამის პრალელურად აღსანიშნავია საოპერაციო ხარჯების ზრდაც 2021 წელთან შედარებით.

შპს „ანაგი“ (კომპანია) დაარსდა 1989 წლის 13 ნოემბერს საქართველოში. ძირითადი საქმიანობაა მშენებლობა. კომპანია გთავაზობთ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სრულ ან ნაწილობრივ პაკეტს

მათ შორის:

• საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, საწარმოო და სამოქალაქო შენობების ან შენობების კომპლექტის მშენებლობა;

• სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო აქტივობების მართვა;

• საპროექტო, გაფორმება, მოპირკეთება და MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური) სამუშაოები;

• სამშენებლო პროექტებისა და პროდუქტების წარმოება, მათ შორის: მონოლითური ბეტონის წარმოება;

ლითონის, სადურგლო, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, ტიხრის და პატარა კედლის ბლოკები.

• საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციასთან, ტექნოლოგიასთან, იურიდიულ პროცედურებთან და სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით

2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ანაგის“ ერთადერთი აქციონერი იყო ქ-ნი ნანა აროშიძე, ხოლო კომპანიას ფაქტობრივად ბატონი ზაზა გოგოტიშვილი აკონტროლებდა.


მსგავსი სიახლეები