დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითრებაში ₾200 მილიონი დავხარჯეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითრებაში ₾200 მილიონი დავხარჯეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

10-10-2023 14:06:12

2012 წლიდან გავაოთხმაგეთ პროფესიული განათლების ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „პროფესიული განათლება – ახალი ხედვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

დღეის მდგომარეობით 30 საჯარო პროფესიული სახელმწიფო კოლეჯია შექმნილი. 40-მდე ლოკაციაა გამოყოფილი თავის ფილიალებით. 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს ქვეყანაში და წელს რეკორდული ₾95 მილიონის ბიუჯეტი ჰქონდა პროფესიულ განათლებას. ჯამში, ₾200 მილიონი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები