30 მარტიდან საავტომობილო გზის რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა შეწყვეტილია, რაც გადამზიდავებს დიდ პრობლემებს უქმნის, მითუმეტეს, რომ გზის ამ მონაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავებიც სარგებლობენ.
საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი გია წიფურია Business Insider Georgia-თან გადამზიდავების პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 1 საათით გაჩერებული ავტომობილი კომპანიისთვის 50 დოლარიანი ზარალია. ეს იმ ფონზე, როდესაც მხოლოდ დასავლეთ საქართველოში უკვე დიდი საავტომობილო რიგებია.
„გადამზიდავებს პრობლემები რა თქმა უნდა ექმნებათ. წარმოიდგინეთ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტით 600-მდე ავტომობილი გადმოდის, აქედან ნახევარი ტრანზიტზე მოდის, ხოლო დარჩენილის უმეტესობა კი თბილისში . მინიმუმ 500 ავტომანქანა ყოველდღიურად ემატება ლოდინის რეჟიმში.
საბაჟო მუშაობს ძალიან კარგად, დღეში 600-700 ავტომობილს ატარებს, ერთი ავტომობილის გაფორმებას ანდომებს 7 წუთი და ამ სისწრაფის წყალობით და იმ საათობრივი შეზღუდვებითაც, რაც სატვირთო ავტომობილებს გზებზე აქვთ, ერთ სამუშაო დღეში საქართველოს ტერიტორიას გადიან თავისუფლად და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ახლა კი გაჩერებული დგანან. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიურად ემატებოდა 500 ავტომანქანა, - განმარტავს გია წიფურია.
მისი თქმით, შესაბამისი უწყებების მხრიდან სპეციალური შეტყობინებების დაგზავნა ხდება, საელჩოებსაც აწვდიან ინფორმაციას გადამზიდავებს, მაგრამ თუ გზა არ გაიხსნა პრობლემა ისევ რჩება.
რაც შეეხება პროდუქციას, წიფურიას თქმით, ავტომობილების 2-3 დღიანი გაჩერება პრობლემა არ არის, მაგრამ 2 კვირიანი გაჩერება კი რიგი სახის პროდუქციის გაფუჭებას გამოიწვევს.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება