დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა, ხოლო ევროსი 2.8586 ლარი. სებ-ის მონაცემების თანახმად, დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6960 ლარი გახდა. შესაბამისად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0167 ლარი შეადგინა. დღეს, 11 ოქტომბერს მოქმედი კურსით კი 1 დოლარის ღირებულება 2.6793 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს კურსი 2.8586 ლარი გახდა, მაშინ, როცა 11 ოქტომბერს მოქმედი კურსი 2.8393 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0193 ლარი შეადგინა.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა