დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა

ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა

20-02-2023 18:29:46

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა. ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა და ეს ვიზიტი იმართება შეჭრის წლისთავამდე 4 დღით ადრე, როცა უკრაინა და მისი პარტნიორები რუსეთისგან მოსალოდნელ ახალ შეტევაზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ორი თვის წინ იმყოფებოდა. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები