დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯეიჰანის პორტიდან BTC-ით ყაზახური ნავთობის პირველი პარტია გაიგზავნა

ჯეიჰანის პორტიდან BTC-ით ყაზახური ნავთობის პირველი პარტია გაიგზავნა

23-04-2023 12:35:37

2023 წლის 22 აპრილს, ყაზახური ნავთობის პირველი პარტია, რომელიც ტრანსპორტირებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან გაიგზავნა.

ამის შესახებ ნათქვამია სოკარის შვილობილი კომპანიის, შპს „სოკარ მიდსტრიმ ოპერაციების“ განცხადებაში.

ტანკერ Alatau-ზე 83,2 ათასი ტონა (665 ათასი ბარელი) ნავთობი დაიტვირთა, რომელიც წარმოებული იყო თენგიზის საბადოზე.

ჩატვირთვის ცერემონიას ესწრებოდნენ SOCAR-ის, KazMunayGas-ის, Tengizchevroil-ის, Kazmortransflot-ის და მათი შვილობილი კომპანიების დელეგაციები.

2023 წელს ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდავი, Kazmortransflot-ი კასპიის ზღვაზე გადასატანად ორ ნავთობტანკერს შეიძენს, რაც კასპიის ფლოტს ხუთ გემამდე გაზრდის.

ეს მარშრუტი აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის გვერდის ავლით, ნავთობის მიწოდებისთვის გამოიყენება. 

მთავარი ალტერნატიული მარშრუტი დღეისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენია, რომლითაც ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირდება.

წელს „ყაზმუნაიგაზი“ გეგმავს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გაგზავნას თენგიზის საბადოდან BTC-ით; მარტში ყაზახეთმა 20 ათასი ტონა გაიტანა, აპრილში კი ნავთობის ტრანზიტი 125 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს.

იგივე თემაზე: 

ყაზახეთი, რუსეთის გვერდის ავლით, ნავთობის მიწოდებისთვის ფლოტს გაზრდის

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები