საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის ახალი ანგარიშის თანახმად, საბანკო ბაზარზე მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია გაიზარდა.
ახალი ანგარიშის თანახმად,ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პპ-ით გაიზარდა და 44.9%-ს გაუტოლდა.
იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით გაიზარდა და 62.1%-ს შეადგენს, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია არ შეცვლილა და 30.1%-ის დონეზეა.
ივნისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 45.7 მლნ ლარით შემცირდა და 424.8 მლნ ლარს გაუტოლდა.
ვადაგადაცილებული სესხების 42.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული
დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 51.0%-ს შეადგენს.
ივნისის ბოლოს, იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით გაიზარდა და 38.5% შეადგინა, ხოლო ფიზიკური პირების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით 66.2%-მდე შემცირდა.
ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია ივნისში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით 61.5%-მდე გაიზარდა.
უახლესი
1 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად13 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა23 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა