დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იტალია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები | რა ვიყიდეთ, რა გავყიდეთ

იტალია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები | რა ვიყიდეთ, რა გავყიდეთ

07-04-2023 12:30:05

მიმდინარე ორ თვეში იტალიიდან იმპორტი 32.5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით. 2023 წლის ორ თვეში იმპორტმა  42,958.43 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის ორ თვეში 32,420.88 ათასი დოლარის დონეზე იყო.

ბოლო წლების სტატისტიკით რეკორდული 2022 წელი იყო. ამ წელს საქართველომ იტალიიდან 287,944.17 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან 16%-იანი ზრდის დონეზეა. 

იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია სამკურნალო დაფასოებული საშუალებებია.

ტოპ-5 პროდუქტი, რაც იტალიიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1,647.63 ათასი დოლარი,
  • ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 1,490.30 ათასი დოლარი,
  • მექანიკური მოწყობილობები სითხეებისა ან ფხვნილების გაშხეფვის ან გაფრქვევისათვის - 1,439.57 ათასი დოლარი,
  • საშუალებები თმებისათვის - 1,208.16 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 1,173.71 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს ის ორი თვის მონაცემებით 5,674.50 ათას დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 35%-ია. გასული წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ იტალიაში 8,775.51 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას საქართველოს იტალიაში რეკორდული ექსპორტი 2014 წელს უფიქსირდება, რა დროსაც ქვეყნიდან იტალიაში 86,095.80 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა.

2023 წლის ორი თვის სტატისტიკით საქართველოსთვის იტალიაში პირველი საექსპორტო პროდუქცია  თხილი და სხვა კაკალია.

ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 2,757.67 ათასი დოლარი,
  • პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა - 527.84 ათასი დოლარი,
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 389.07 ათასი დოლარი,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 353.01 ათასი დოლარი,
  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 294.75 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები