დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირანის სამხრეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა

22-02-2023 09:29:38

5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანის სამხრეთით, ფარსის პროვინციის ქალაქ ლარისტანში მოხდა.

IRNA იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტმა გაავრცელა.

აღნიშნულია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კმ სიღრმეზეა . ბიძგები თბილისის დროით 05:11 წუთზე დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები