მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება განხორციელდეს საკადრო ცვლილებები, ამაზე მეტ ინფორმაციას ორშაბათს გაგიზიარებთ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
„გარკვეული ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება. ამასთან დაკავშირებით გვირჩევნია, რომ სავარაუდოდ ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური საკითხი, თუმცა, მესმის, რომ არის თქვენთვის საინტერესო. სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ მეტ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ორშაბათს ალბათ ტრადიციულად გაიმართება მთავრობის პირველი სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას, არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი, თუმცა, ვნახოთ, შეიძლება მივიღოთ ამ მიმართულებით... ეს არ არის პერსონალური საკითხი. სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილშიც. ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ეს ნორმალური მოვლენაა. არ არის პერსონალური თემა“, - აღნიშნა კობახიძემ.
უახლესი