საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე მაროკოში, საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ფორუმის მეორე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით შეხვედრა გაიმართა AIR SERBIA-თან.
,,სერბეთი ჩვენი ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებაა. ვხედავთ რომ, სერბი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 82%-ით აღდგა და 2021 წელთან შედარებით 87%-ით იმატა. რაც შეეხება სერბეთიდან მგზავრთნაკადს, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 2021 წელთან შედარებით 107%-იანი მატება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქებს შორის იყოს პირდაპირი საჰაერო კავშირი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე მეტი ტურისტული ნაკადებისთვის, რისთვისაც ძალისხმევას არ ვაკლებთ,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
ქალაქ ტანჟერში მიმდინარე საავიაციო ფორუმის მეორე დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა შეხვედრები გამართა PEGASUS AIRLINES-თან, TURKISH AIRLINES-თან, SAUDIA-ს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა