დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტორები Nvidia (NVDA)-სგან მოგების შთამბეჭდავ შედეგებს ელიან

ინვესტორები Nvidia (NVDA)-სგან მოგების შთამბეჭდავ შედეგებს ელიან

25-05-2024 14:31:00

გიზიარებთ ბლოგს: ოთხშაბათისთვის, ინვესტორები მოუთმენლად ელიან Nvidia (NVDA)-ს პირველი კვარტლის მოგების ანგარიშის წარდგენას. ამის ფონზე კი კომპანიის აქციის ფასიც გაიზარდა.  


თავის მხრივ, შედეგების გამოცხადებამდე ექსპერტებმაც თავიანთი პროგნოზები გაზარდეს. თუმცა, მათ შორის ისინიც არიან, ვინც ფიქრობს, რომ ინვესტორების ამგვარი მაღალი მოლოდინი შესაძლოა არ გამართლეს და ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ამან Nvidia (NVDA)-ს აქციების ფასზეც იმოქმედოს. აღსანიშნავია, რომ Bank of America-ს ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ინვესტორების მოლოდინები კონსენსუსის შეფასებებს აღემატება. 


ეს მხოლოდ ვარაუდია. თუმცა ფაქტი ისაა, რომ Nvidia (NVDA)-ს აქციები 2.4%-ით გაიზარდა და $947.10 დოლარს აღწევს. ორშაბათს, მისი ფასი, წლის დასაწყისში დაფიქსირებული ღირებულებიდან, თითქმის გაორმაგდა. 


Visible Alpha-ს შეფასებით, Nvidia (NVDA)-ს სავარაუდო შემოსავალს $24,74 მილიარდის ოდენობით ელიან, წმინდა მოგების მხრივ მოლოდინი $12,91 მილიარდია, ხოლო მოგება თითო აქციაზე - $5,19. სამივე მაჩვენებელი გასული კვირის პროგნოზებს აღემატება.


Nvidia (NVDA)-ს შედეგების მაღალმა მოლოდინმა ზოგიერთ ანალიტიკოსს აქციების სამიზნე ფასის ზრდისკენ უბიძგა. ორშაბათს, Barclays-ის ანალიტიკოსებმა ის $850-დან $1100-მდე გაზარდეს.


Stifel-ის ანალიტიკოსებმა Nvidia (NVDA)-ს სამიზნე ფასი $910-დან $1085-მდე გაზარდეს და განაცხადეს, რომ ჩიპების მწარმოებელს აღიქვამენ, როგორც საუკეთესო არჩევანს - AI ინფრასტრუქტურის საინვესტიციო თემის ფარგლებში.
ახლა უოლ სტრიტზე მთელი ფოკუსი ჩიპების მწარმოებელ გიგანტისკენ ინაცვლებს.


აქვე, აღსანიშნავია, რომ Nvidia (NVDA)-ს ახალი AI ჩიპები, მონაცემთა ცენტრებისთვის შესაძლოა რევოლუციურ პროდუქტად იქცეს, რაც ექსპერტების აზრით, პოტენციურად $200 მილიარდის შემოსავლად გენერირდება.


Nvidia (NVDA)-ს აქციების შეძენას შეძლებ აქ.


გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები