დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინვესტიციები ქმნის ქვეყნის მშპ-ს სოლიდურ მაჩვენებლებს, რასაც სჭირდება ხელშეწყობა და გაფრთხილება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ინვესტიციები ქმნის ქვეყნის მშპ-ს სოლიდურ მაჩვენებლებს, რასაც სჭირდება ხელშეწყობა და გაფრთხილება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

11-03-2024 19:00:00

საქართველო თანდათან იზიდავს მაღალშემოსავლიან სექტორებს, სადაც მოსახლეობა, დასაქმებული ადამიანები იღებენ მაღალ შემოსავალს - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.  

გიორგი აბაშიშვილმა დღევანდელ რუბრიკაში ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ „საქართველოს ეკონომიკის და სწრაფად მზარდი სექტორების მიმოხილვა“-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინვესტიციებს სჭირდება უფრო მეტი გაფრთხილება და კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა.

„მინდა საუბარი დავიწყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეორე საერთაშორისო კვირეულზე, რომელიც საქართველოში ტარდება. ხშირად Business Insider Georgia-ში ჩვენ ვსაუბრობთ ფასებზე, მომხმარებლებზე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ნაწილი ხშირად პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ  არ გადაიხადოს მეტი. დღეს ყველა მარეგულირებელი, რომელიც საქართველოში არსებობს. კონკურენციის სააგენტო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, დაზღვევის ზედამხედველობა, სემეკი, სურსათის ეროვნული სააგენტო, სებ-ი ერთად იკრიბებიან და კიდევ ერთად აფიქსირებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ვნახეთ მარეგულირებლების მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები. მაგალითად, სემეკის მიერ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ხდებოდა ელექტროენერგიის თუ წყალმომარაგების მიმართულებით მომხმარებლებისთვის თანხების უკან დაბრუნება. 

კარგია და ეს არის ევროკავშირის მოთხოვნაც, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ნაწილში გვქონდეს მაღალი სტანდარტი. 

ახლა გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე და IT სექტორის მთავარი შეფასებები მინდა გაგაცნოთ.

Galt & Taggart-ის შეფასებით საქართველოში IT სექტორში ხელფასები მაღალია, ხოლო ცხოვრების ხარჯები მცირე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის პროფესიონალებისთვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ  IT სექტორი მართლაც მიმზიდველი სექტორია ქვეყანაში.

IT სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ შედარებითობის ნაწილში საქართველოში ცხოვრების ხარჯები მცირეა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ არასწორად პროვოცირებულია თემა განსაკუთრებული სიძვირის შესახებ.

საგულისხმოა, რომ საქართველო თანდათან იზიდავს მაღალშემოსავლიან სექტორებს, სადაც მოსახლეობა, დასაქმებული ადამიანები იღებენ მაღალ შემოსავალს. ასეთია მაგალითად IT სექტორი და საქართველო ამას ახერხებს კომპანიების რევოკაციის ხარჯზე.

ასევეა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ თურმე ვერ გამოიყენა სიტუაცია, როდესაც უკარიანში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო კომპანიებმა დატოვეს რუსეთი და საქართველომ ვერ შემოიყვანა ეს კომპანიები ქვეყანაში.

პირიქით, ვითარება გვეუბნება შემდეგს, რომ მაგალითად IT სექტორის მაგალითზე, როდესაც საქართველომ რევოკაციით მოიზიდა კომპანიები, რამდენიმე ამერიკული კომპანია შემიძლია დავასახელო, რომელიც ევროპის სამი ქვეყნიდან მათ შორის საქართველოდან ფარავს მთელს კონტინენტს. 

IT სექტორს, რომ გავცდეთ და ვისაუბროთ განათლების სექტორზე, საქართველომ მოახერხა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და ვხედავთ მზარდ მაჩვენებელს და შემოსავლებს, რომელიც თითქმის 1 მლრდ-ს მალე გაუტოლდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო სტუდენტებზე ვსაუბრობთ, ჩნდება განცდა, რომ თითქოს მხოლოდ მათ მიერ გადახდილ გადასახადებს ვითვლით, სინამდვილეში ეს ასე არ არის.

თუ დავაკვირდებით სლაიდზე არსებულ ვითარებას დანახარჯები განათლებაზე ორი ნაწილისგან იყოფა: „დანახარჯები განათლებაზე“ და „სხვა ხარჯები“. დღემდე ჩვენ ვსაუბრობდით მედიცინის დარგის საერთაშორისო სტუდენტებზე, თუმცა განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით ბიზნეს ადმინისტრირების 3 წლიან საბაკალავრო და ერთ წლიან სამაგისტრო სწავლებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საერთაშორისო სტუდენტს მოიზიდავს. 

ლეგენდის კიდევ ერთი ნაწილი, რამდენად სრულად იყენებს საქართველო შუა დერეფანს. ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე თურმე საქართველო სრულიად ვერ იტვირთება ტვირთებით. 2023 წელს საქართველოს პორტების გავლით ტვირთბრუნვა 45,5%-ითაა გაზრდილი.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში გაზრდილია კერძო სექტორის დანაზოგები. ანუ განსაკუთრებით პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომ კერძო სექტორი ენდობა გარემოს, რაც იმას ნიშნავს რომ ზრდის დანაზოგებს. როცა საუბარია დანაზოგებზე და რაში ვიყენებთ დანაზოგებს: ბუნებრივია გაჩერდება იმ შემთხვევაში თუ მოლოდინები არის ცუდი და თუ მოლოდინები არის კარგი მოხდება ინვესტირება. ჩვენ ვხედავთ, რომ დანაზოგების ზრდასთან ერთად კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი ენდობა ბაზარს და კერძო სექტორი ენდობა ბიზნესგარემოს.

ხშირად არის საუბარი იმაზე თუ რა არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი შემოსავლის წყარო. სამწუხაროდ, ხშირად სახელდება არასწორი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუ რა ქმნის ძირითადი ტიპის შემოსავალს ქვეყანაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში სწორედ ინვესტიციები არის ეს ნაწილი, რომელიც ქმნის ქვეყნის მშპ-ს სოლიდურ მაჩვენებლებს. სწორედ ინვესტიციებს სჭირდება უფრო მეტი გაფრთხილება და სწორედ ინვესტიციებს სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ტოპ-3 ინვესტორი საქართველოსთვის არის აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპა“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები