დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინტერვენციებმა ერთჯერადი გაუფასურება აგვარიდა, თუ ფუნდამენტურ ფაქტორებში არ გამოჩნდა გაუარესება - შალვა მხატრიშვილი

ინტერვენციებმა ერთჯერადი გაუფასურება აგვარიდა, თუ ფუნდამენტურ ფაქტორებში არ გამოჩნდა გაუარესება - შალვა მხატრიშვილი

24-10-2024 17:59:00


ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ინტერვენციებმა რეზერვები შეამცირა, თუმცა ჯერ კიდევ შედარებით მაღალ ნიშნულზეა. რეზერვების მოცულობა დაახლოებით, 4 მლრდ. დოლარზე მეტს შეადგენს, - ამის შესახებ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს ინტერვენციების განხორციელების შესაძლებლობა რამდენიმე წლის მანძილზე დაგროვილმა რეზერვებმა მისცა.

"ინტერვენციის როგორც გაკეთება, ისე არ გაკეთება შეიძლება გარკვეულწილად გაკრიტიკდეს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაზღვიოთ რისკები. ლარის გაუფასურება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ან მოკლევადიან ფაქტორებთან. რა თქმა უნდა, გაუფასურების რისკი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, თუ მომავალში ფუნდამენტური ფაქტორები გაუარესდა - ეს, რა თქმა უნდა ლარის გაუფასურებას გამოიწვევს და ამას ეროვნული ბანკი ვერ და არ უნდა შეეწინააღმდეგოს. მეორე მხრივ, თუ ფუნდამენტურ ფაქტორებში, მაგალითად, საგადასახდელო ბალანსში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში არ გამოჩნდა გაუარესება მაშინ, ეს ნიშნავს იმას, რომ წინმსწრებად გაკეთებული ინტერვენციები დროული ყოფილა, რამაც ერთჯერადი გაუფასურება აგვარიდა", - აცხადებს შალვა მხატრიშვილი.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს - შალვა მხატრიშვილის თქმით, საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვება ინფლაციის გარშემო არსებული რისკების გათვალისწინებით მოხდა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები