Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, შემდეგ თვეებში ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 10.0%-მდე შეამცირა, რაც მე-3 შემცირებაა მიმდინარე წელს.
„სებ-ის მიხედვით, ინფლაციის ფორმირებაში საგარეო ფაქტორების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა და ამასთანავე, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალების ადრეული ნიშნებიც გამოიკვეთა, რადგან ეკონომიკური ზრდის ტემპი მის პოტენციურ დონეს მიუახლოვდა.
ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას, აგვისტოში 6.1%-მდე შემცირდა იანვრის 14.2%-იანი დონიდან. სების მიმდინარე პროგნოზით, 2023 წლის შემდგომ თვეებში ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება.
ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების ნელი ტემპებით გააგრძელებას გეგმავს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.
უახლესი