საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ - ათი სტრატეგიული პროდუქტის ბაზრის მოკვლევა დაიწყო. ამ საკითხებზე Business Insaider Georgia-სთან კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ წინასწარი მოკვლევების კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ - ათ სტრატეგიული პროდუქტზე, რომელიც პირველადი მოხმარებისაა და სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანი წოლი აქვს, წინასწარი მოკვლევა-მონიტორინგი განახორციელა.
მიზანი იყო ბაზრის მთავარი მოთამაშეების პოზიციების შეფასება და ფასნამატების კორელაცია, რათა დაგვენახა რამდენად აქტიურია კონკურენცია. გარდა ამისა უნდა შეგვესწავლა მთელი გზა და ხარჯების სტრუქტურა იმპორტის თვითღირებულებიდან რითეილის ქსელში - თარომდე. მივიღეთ საკმაოდ მაღალი ფასნამატები.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რომ ეს გზა ნაკლებად ხარჯიანი, უფრო კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გახდეს მომხმარებელთან მიმართებით“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ამასთან კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც ამ სეგმენტში პროცესს დაარეგულირებს.
„ეკონომიკის სამინისტრო ევროდირექტივის შესაბამისად (ევროპის პარლამენტის და ევროპის საბჭოს დირექტივა 2019/633 სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტის მიწოდების სფეროში ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობისას უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესახებ) შესახებ კანონპროექტს ამზადებს, სადაც განხილვის პროცესში ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება.
მთავარი მიზანია - მომხმარებელმა პირველადი დანიშნულების სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად, კონკურენტულ პირობებში მიიღოს“, - ამბობს ლექვინაძე.
უახლესი
14 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა