2023 წელს ქვეყანაში 285 ათასი ტონა არმატურა იწარმოვა. 2022 წელს კი არმატურის ადგილობრივმა წარმოებამ 288 ათასი ტონა შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არმატურის წარმოება 1%-ით შემცირდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში არმატურის წარმოებამ პიკს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ადგილობრივი წარმოება 293 ათასი დონი დონეზე იყო.
სამაგიეროდ 2022 წლიდან იმპორტირებული არმატურის მოცულობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2023 წელს საქართველომ 229 ათასი ტონა არმატურის იმპორტი მოახდინა, 2022 წელს კი 168 ათასი ტონამ ზრდა 36%-ია. 2021 წელს საქართველომ 106 ათასი ტონა არმატურა იყიდა, 2020 წელს კი 115 ათასი ტონა. 2019 წლის იმპორტის მაჩვენებელი კი 124 ათასი ტონა არმატურაა.
2023 წელს ქვეყანაში იმპორტირებული არმატურის 43%-ი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, 30%-ი ირანიდან, 21% აზერბაიჯანიდან, 5%-ი თურქეთიდან. 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით კლებაა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტში. საგულისხმოა, რომ 2019-2021 წლებში საქართველო არმატურის იმპორტს უკრაინიდანაც აქტიურად ახდენდა.
საწარმოო პროცესის გაჩერებამ საომარი ვითარების გამო და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებმა გამოიწვია აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობის შემცირება;
2022 წლის მესამე კვარტლიდან შეინიშნება არმატურის ფასის შემცირება საერთაშორისო ბაზარზე.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე