ამერიკელმა მეწარმემ და მილიარდერმა ილონ მასკმა გამოაცხადა კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საკითხებს განიხილავს.
ამის შესახებ მილიარდერმა Twitter-ზე დაწერა.
„ვაცხადებ xAI-ს შექმნის შესახებ რეალობის შესაცნობად", - წერს მასკი.
პარალელურად ამოქმედდა ვებგვერდი x.ai. მასში მითითებულია, რომ კომპანია დაასაქმებს Google-ის, Microsoft-ის და ტექნოლოგიური სექტორის სხვა კომპანიების ყოფილ თანამშრომლებს.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ ის და გუნდი უპასუხებენ კითხვებს ახალი კომპანიის შესახებ Twitter Spaces-ის ეთერში 14 ივლისს.
უახლესი