დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და მედიკამენტები გაიგზავნება - საპატრიარქო

ილია მეორის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და მედიკამენტები გაიგზავნება - საპატრიარქო

26-02-2025 22:56:00

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები - ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ, - წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ თანადგომისთვის“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები