დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 5.2%-ით ნაკლები ტვირთი გადამუშავდა

II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 5.2%-ით ნაკლები ტვირთი გადამუშავდა

18-08-2023 13:00:15

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4021 გემი, რომელთა 31.8 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 30.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 29.9 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 8.2 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე,

საქსტატის ცნობით, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება. 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 3.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 50.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 13.7 პროცენტი - პანამის, 13.4 პროცენტი - ლიბერიის, 8.5 პროცენტი - მალტის, 6.2 პროცენტი - რუსეთის, 5.2 პროცენტი - ბულგარეთის, ხოლო 32.4 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 48.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 32.0 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 19.4 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 0.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები