გათბობა-კონდიცირების სისტემების მონტაჟის თემაზე ICE-მ პარტნიორ კომპანიასთან ერთად "თბილი სახლი“ Mitsubishi Heavy Industries-ს ტრენინგს უმასპინძლა.
როგორც ICE • აი-სი-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Mitsubishi Heavy Industries-ს წარმომადგენლები დეტალურად უხსნიდნენ დამსწრეებს VRF, Split და Multi-Split სისტემების მახასიათებლებს, მონტაჟის წესებსა და დაზიანებების აღმოფხვრის გზებს.
„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ კომპანია "თბილ სახლს" მასპინძლობისთვის და ასევე პარტნიორ კომპანიებს ტრენინგებში აქტიური მონაწილეობისთვის“- აღნიშნავენ ICE-ში.
შეგახსენებთ, აი-სი-ი Mitsubishi Heavy Industries ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა