გერმანიის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა Hugo Boss AG-მა თავის ბიზნეს მოდელს გადახედა და რუსეთში აქტივების გაყიდვასა და სხვა ქვეყნებში საბითუმო ბიზნესზე ფოკუსირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი.
„რუსეთის ფედერაციაში არსებული ყველა აქტივი და ვალდებულება კლასიფიცირდება გასაყიდად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაყიდვაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
Hugo Boss-მა თავისი მაღაზიები რუსეთში 2022 წლის 9 მარტიდ დახურა. შეაჩერა ყველა საცალო ოპერაციები და ონლაინ გაყიდვები. 2021 წელს რუსეთისა და უკრაინის ბაზრიდან კომპანიის შემოსავლის წილი დაახლოებით 3%-ს შეადგენდა.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა