დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჰოლდინგ.ჯი" „დეილის" 30%-იან წილს შეიძენს, ხოლო „დეილი" „ფუდმარტის" 100%-იან წილს - GCCA-მ 2 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

„ჰოლდინგ.ჯი" „დეილის" 30%-იან წილს შეიძენს, ხოლო „დეილი" „ფუდმარტის" 100%-იან წილს - GCCA-მ 2 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

06-08-2024 13:03:00

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთი საკითხი ეხება - შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის" მიერ შპს „დეილის" 30%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე -  შპს „დეილის" მიერ შპს „ფუდმარტის" 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.

GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) შეადგენს 399 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) იზრდება 445 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI= 46.  აღნიშნულის გათვალისწინებით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული  კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 7 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები