ლუდის მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Heineken აპირებს დატოვოს რუსული ბაზარი და თავისი ბიზნესი ქვეყანაში 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდოს.
”ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბიზნესი გადავიტანოთ სიცოცხლისუნარიან ბაზარზე. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა“, - ნათქვამია Heineken-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში კონცერნმა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში ლუდის ექსპორტისა და საინვესტიციო პროექტების შეჩერების შესახებ.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესისი გაყიდვის შემდეგ 2023 წლის პირველ ნახევარში 300 მილიონი ევროს ზარალს ელოდება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის