1999 წლიდან საქართველოში, ტრადიციულად, სექტემბრის ყოველ მეორე პარასკევს ეკონომისტის პროფესიული დღე აღინიშნება, რაც 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის "საქართველოს ეკონომისტის" გამოსვლას უკავშირდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა განმარტავს, განათლებული თაობა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საწინდარია, ამიტომ ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად ეროვნული ბანკი მომავალში არაერთ აქტივობას განახორციელებს.
"ეკონომისტის დღეს ვულოცავ როგორც ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, ისე ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს, ასევე - აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და მკვლევარებს, რომლებთან თანამშრომლობასაც კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რადგან გვჯერა, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე, სწორედ ერთობლივი მუშაობით მივაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ახალგაზრდა ეკონომისტებს. განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საწინდარია, ამიტომ ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად ეროვნული ბანკი მომავალში არაერთ აქტივობას განახორციელებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
უახლესი