დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს შესაძლებლობა, რომ ენერგოსექტორში ინვესტიციების ძალიან კარგი შემოდინება გვქონდეს - არჩილ გაჩეჩილაძე

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ენერგოსექტორში ინვესტიციების ძალიან კარგი შემოდინება გვქონდეს - არჩილ გაჩეჩილაძე

10-10-2024 12:30:00

იმის შემდეგ, რაც CFD აუქციონები განხორციელდა და დადგინდა ტარიფები, განახლებადი ენერგიის პროექტებზე ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტორებისგან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურა, CFD სტრუქტურები, რაც განისაზღვრა უკვე. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა და ინფორმაციის მიწოდება. გვაქვს შესაძლებლობა, შემდეგი წლების განმავლობაში ინვესტიციების ძალიან კარგი შემოდინება  გვქონდეს ამ კუთხით. საქართველოს ბანკიც რა თქმა უნდა, იქნება ამ მიმართულებით  ძალიან ინტენსიურად ჩართული და განწყობილი, რომ რესურსი მისცეს ჩვენს დეველოპერებს“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ პორტფელი გაორმაგდეს შემდეგი 3-4  წლის განმავლობაში“, - დასძინა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები