დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1კვ/მ-ზე 1 420 დოლარია - Galt & Taggart

გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1კვ/მ-ზე 1 420 დოლარია - Galt & Taggart

26-08-2024 18:00:00

2024 წლის II კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი შემცირებაა. როგორც Galt & Taggart-ის მიერ  მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 73.0% შეადგინა.

ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.

2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2 -ზე დარჩა.

გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები