დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GREDA-ს წარმომადგენელმა CISOLAR კონფერენციის დამსწრეებს საქართველოს მზის პოტენციალი გააცნო

GREDA-ს წარმომადგენელმა CISOLAR კონფერენციის დამსწრეებს საქართველოს მზის პოტენციალი გააცნო

22-10-2024 16:26:00

GREDA-პროექტების მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა 15-16 ოქტომბერს, ქ. ბუქარესტში გამართულ მზის ენერგიისა და ენერგიის შემნახველი მოწყობილობების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

GREDA-პროექტების მენეჯერმა დამსწრეებს საქართველოს მზის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია, მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში მზის ენერგიის განვითარების უამრავ შესაძლებლობას, ხელსაყრელ კლიმატსა და გეოგრაფიულ უპირატესობებს.

კონფერენციაზე მატა გორდეზიანმა საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, დაამყაროს პირდაპირი კავშირი ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და გახდეს ქვეყანაში წარმოებული მწვანე ენერგიის ექსპორტიორი.

პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ზრდას, და ამასთან,  გააძლიერებს უცხოურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით.

CISOLAR კონფერენცია და გამოფენა უკვე მე-12 წელია მთავარ პლატფორმას წარმოადგენს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მზის ენერგიის და ენერგიის შემნახველი სისტემებით დაინტერესებული პირებისთვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები