„გორგიას“ e-commerce-ში ბევრი სიახლეეებია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, განახლებული ვებ გვერდის - gorgia.ge-ს ყველა მოწყობილობისათვის ადაპტირებული ინტერფეისი სრულიად მომხმარებლის წარმატებულ შოფინგ გამოცდილებაზეა ორიენტირებული.
ასევე სწრაფი ნავიგაციის მეშვეობით უფრო მარტივად იპოვით სასურველ კატეგორიასა და პროდუქტს.
ვებ გვერდზე მომხმარებელს 45 000 დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია - ანუ თითქმის სრული ასორტიმენტის, რაც გორგიას ფიზიკურ ჰიპერმარკეტებშია წარმოდგენილი.
„Gorgia.ge-მ გადაწყვიტა quick commerce-შიც განვითარდეს და მომხმარებელს პროდუქტის უსწრაფესი მიწოდების სერვისიც შესთავაზოს. მაშასადამე გორგიას 2000 მდე დასახელების საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო, წვრილმანი სამშენებლო, წვრილმანი ტექნიკის, ხელსაწყოებისა და ა.შ პროდუქტების შეძენას მომხმარებელი უკვე WOLT-ის აპლიკაციის საშუალებით შეძლებს.
მოკლედ, რომ ვთქვათ თუ ნათურა გადაიწვა, წებვადი ლენტი მიგაკლდა, ბლოკნოტი ვერ იპოვე გენიალური იდეების მოსანიშნად ან უბრალოდ ელექტრო ჩაიდანი გინდა შეიძინო სახლიდან გაუსვლელად ყველაზე იაფად და თანაც ძალიან სწრაფად გინდა სასურველ მისამართზე მიიღო, იპოვეთ GORGIA WOLT-ზე“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს გორგიაში.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია