დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Google-ის ინიციატივა  Women Techmakers თიბისისთან პარტნიორობით ხვალ  ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

Google-ის ინიციატივა Women Techmakers თიბისისთან პარტნიორობით ხვალ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

13-03-2024 14:20:00

თიბისის მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს" უმასპინძლებს.

საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია.

 

ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით იმართება.

 

ტერმინალში, აბაშიძის 34-ში ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ.  იქნება მთავარი სცენა, სადაც ყველაზე საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა.  ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება.

 

იქნება მესამე სივრცეც, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძიების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ.

 

„გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, მოვყვებით, როგორ მოვხვდით ტექნოლოგიებში და შეიძლება, სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, სფეროს შეუერთდნენ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ქალებს მივცემთ გზამკვლევს - რა მიმართულებით შეუძლიათ წასვლა". - ელენე კვარაცხელია,  WTM ამბასადორი, თიბისის დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება.

 

Google's Women Techmakers-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას.

 

დღის წესრიგს გაეცანით აქ  

წინასწარი რეგისტრაცია გაიარეთ აქ

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები