დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ

GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ

25-04-2023 19:17:20

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ:

  • კარდიოსტიმი - პროექტის მიზანია ინოვაციური ,,პეისმეიკერის“ (არითმიის მარეგულირებელი) პროტოტიპის შექმნა, რომელიც გაუმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს გულის პრობლემებით
  • იმერელო - პროექტი მიზნად ისახავს უნივერსალური გადაწყვეტილების შექმნას AI პლატფორმის მეშვეობით, „ფრინველთა კონტროლისთვის“ მცირე და საშუალო ზომის აგრო მეწარმეებისთვის საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი, ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის გაძლიერებას;

ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. პირველ ეტაპზე აპლიკაციების მიღება გამოცხადდა აჭარაში, იმერეთსა და გურიაში.

დაინტერესებულ პირებს 20 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით, წარედგინათ განაცხადები. შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.  

ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ფიზიკური პირი, გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი შესაბამის რეგიონში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები